ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის აგრესიის გამო, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოდის
მედიის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის აგრესიის გამო, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოდის. ასამბლეამ ასევე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის საერთაშორისო დანაშაულების გამოძიებისთვის გაწეულ ძალისხმევას.
ასამბლეამ რეზოლუცია გერმანელი მომხსენებლის საფუძველზე მიიღო.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია სისასტიკის დამადასტურებელი მზარდი მტკიცებულებებით, რომელიც რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს და მხარდაჭერა გამოხატა ყველა იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამოძიებისკენ.