ევროპის რადიოსადგურები ერთი იდეის გარშემო - უკრაინის სოლიდარობის აქცია
ევროპის რადიოსადგურები ერთი იდეის გარშემო - უკრაინის სოლიდარობის აქცია

პარასკევს, 4 მარტს ევროპის დროით 08:45 საათზე, ევროპის 150-მდე საზოგადოებრივი რადიო, მათ შორის უკრაინული რადიო, გაერთიანდება და ერთსა და იმავე დროს ჯონ ლენონის სიმღერას – Give Peace a Chance ეთერში გააჟღერებს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი რადიომაუწყებლის ARD/RBB ინიციატივას, რომელიც დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ შეუძლია რადიოს გააძლიეროს მშვიდობის მხარდაჭერა და შექმნას ერთიანი მოძრაობა კონტინენტზე, საქართველოს რადიოც უერთდება.

საქართველოს რადიო უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის აქციის ფარგლებში 4 მარტს თბილისის დროით 11:45 საათზე ეთერში ჯონ ლენონის სიმღერას Give Peace a Chance გააჟღერებს.