საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის 9 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები იზრდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ბოლო ხუთი დღეა, ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ის 2 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება. ინგლისი ახალი შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადება.
ესპანეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევებით პირველ ადგილზე აშშ-ია, მეორეზე კი ინდოეთი.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსი 28 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა, 900 000-ზე მეტი კი დაიღუპა.