ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე დღეს მსმენელის წინაშე წარდგება.
The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმნა. ჯგუფმა საკონცერტო ტურითა და სხვადასხვა თეატრალურ და არტ პროექტებში მონაწილეობით მსოფლიო მოიარა. ჯგუფის მიღწევებიდან ყველაზე გამორჩეული ლოურენს ოლივიეს პრემიაა, საკულტო სიმღერად ქცეული ჰიტისთვის Shockheaded Peter და გრემი ალბომისათვის The Gorey End.
The Tiger Lillies მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშური მუსიკის ნაზავია.
უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ჯგუფს წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს. The Tiger Lillies მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია.
ამასთან, ჯგუფმა გუშინ, 20 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი „ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე“ ითამაშა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.