ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვიდეორგოლი კლიმატურ ცვლილებებზე, რომელშიც საქართველოს პირველი არხის ვიდეოკადრებიც არის გამოყენებული
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ვიდეორგოლი, რომელიც გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას ეძღვნება, შექმნილია 19 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაღებული ვიდეოკადრებით, მათ შორის არის საქართველოს პირველი არხი.
ვიდეორგოლში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კრიტიკულ სიტუაციებში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსა და მნიშვნელობას, ჟურნალისტების თავდაუზოგავ შრომას და ერთგულებას აუდიტორიისადმი, რათა მათ მიეწოდოთ ინფორმაცია კლიმატურ ცვლილებებზე.
გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას, რომელიც 6 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე იმართება, ეგვიპტის ქალაქი შარმ-ელ-შეიხი მასპინძლობს.