ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი თინათინ ბერძენიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევას ულოცავს
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ნოელ კურანი თინათინ ბერძენიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევას ულოცავს.
ნოელ კურანი აღნიშნავს, რომ თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრია. მისივე თქმით, თინათინ ბერძენიშვილის გენერალური დირექტორობის პერიოდში ევროპის მაუწყებელთა კავშირი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველა საშუალებით დაეხმარება.
„მსურს, მივულოცო თინათინ ბერძენიშვილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად დანიშვნა. თინათინი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის საზოგადოების ძალიან აქტიური, მნიშვნელოვანი და საპატიო წევრი. ხალხმა იცის, რომ ის ძალიან აქტიურია და გასულ წელს მონაწილეობდა ძალიან მაღალი პროფილის გენდერულ პროექტში, რასაც ფანტასტიკური შედეგი ჰქონდა. ჩვენ ყველა მოხარული ვართ ახალი ამბით. უკვე ვესაუბრე თინათინს და ვუთხარი, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი დაეხმარება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველა საშუალებით მისი დირექტორობის პერიოდში. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას“, – აცხადებს ნოელ კურანი ვიდეომიმართვაში.