ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის მხარდაჭერით, საქართველოს პირველი არხის რადიო და ონლაინმედიის თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) აკადემიის მხარდაჭერით, საქართველოს პირველი არხის რადიო და ონლაინმედიის თანამშრომლებისთვის პოდკასტების შესახებ ტრენინგი მიმდინარეობს.
ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა პოდკასტის ფორმატები, სტრუქტურა, განსხვავება რადიოგადაცემასა და პოდკასტს შორის, რადიოგადაცემის გარდაქმნა პოდკასტად.
ტრენინგს დისტანციურ რეჟიმში უძღვებიან ტრენერები ჯასთინ ქინგსი – საერთაშორისო მედია კონსულტანტი და ტრენერი და მაიქლ ქერლინგი – აუდიო/ვიდეო პროდიუსერი.
ონლაინტრენინგები 14-16 სექტემბრამდე გაგრძელდება.