ევროპის მაუწყებელთა კავშირი საკუთარ წევრებს უზიარებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრევენციულ ზომებს კორონავირუსთან დაკავშირებით
ევროპის მაუწყებელთა კავშირი საკუთარ წევრებს უზიარებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრევენციულ ზომებს კორონავირუსთან დაკავშირებით

ევროპის მაუწყებელთა კავშირი საკუთარ წევრებს საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განხორციელებულ პრევენციულ ზომებს უზიარებს.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა შეაგროვა გარკვეული ინფორმაცია მაუწყებლობის მუშაობისთვის კორონავირუსის შედეგებზე.

გაერთიანება უზიარებს ევროკავშირის მაუწყებელთა კავშირის ხელმომწერებს სხვა წევრების გამოცდილებას და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრების რეკომენდაციების ჩამონათვალში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრევენციულ ზომებთან ერთად (Preventive-Measures), წარმოდგენილია „ბიბისის“ რჩევები თანამშრომლებისადმი, ჩეხეთის ტელევიზიის სახელმძღვანელო „სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით“, იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის „რაის“ სახელმძღვანელო კორონავირუსთან დაკავშირებულ საგანგებო მდგომარეობაზე.

ევროპის მაუწყებელთა კავშირი ასევე თავის წევრებს უზიარებს გაერო-ს კორონავირუსის თემის გაშუქების რეკომენდაციებს. 1950 წელს დაფუძნებული ევროპის მაუწყებელთა კავშირი აერთიანებს 116 წევრს 56 ქვეყნიდან და 34 ასოცირებულ წევრს 21 ქვეყნიდან.