ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვლება
ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვლება

ევროპის დღესთან დაკავშირებით, რიყის პარკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებიდან გამომდინარე, 5 მაისის 10:00 საათიდან დღის ბოლომდე ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებს, აუხვევს მშრალ ხიდზე, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდება ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ – ბარათაშვილის ქუჩაზე.