ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, თბილისში, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო, მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა შეიცვალა.
„ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.
თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.