ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, შეზღუდვების ხელახლა დაწესების რეკომენდაციით გამოვიდა
ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვების ხელახლა დაწესების რეკომენდაციით გამოვიდა. როგორც ცენტრში განაცხადეს, რამდენიმე ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც სპეციალისტები შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ესკალაციის რისკი ევროპაში საკმაოდ მაღალია და ამის გამო ქვეყნებმა დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ზომები ხელახლა და ეტაპობრივად უნდა დააბრუნონ.
„ქვეყნებმა, სადაც ახლა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კონტროლის მექანიზმები შემსუბუქდა, რადგან ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდა, ახლა უნდა განიხილონ ამ ზომების ეტაპობრივი, ნაბი-ნაბიჯ ხელახლა დაწესების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.
დაავადება კონტროლის ცენტრის სპეციალისტები აფრთხილებენ ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებს, რომ მოქალაქეები დროთა განმავლობაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომების დაცვით დაიღლებიან. ამიტომ ხელისუფლებამ მათ უნდა შეახსენოს, რომ ვირუსი ჯერ კიდევ ცირკულირებს და აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, პირბადის ტარება, კონტაქტების შემცირება და ავადმყოფობის შემთხვევაში სახლში დარჩენა.