ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტის ვინაობა უკვე ცნობილია.
მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრთაგან მსოფლიოს 2016 წლის ვიცე-ჩემპიონი 100კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი, ასევე ბრინჯაოს მედალოსნები 66 და 90 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზეები, ვაჟა მარგველაშვილი და უშანგი მარგიანი და 73კგ-ის წარმომადგენელი ლაშა შავდათუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება სხვა წონით კატეგორიებს, თბილისის გრან-პრიზზე დაფიქსირებული შედეგებით ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დასახელდება.
ევროპის ჩემპიონატი კი 26-დან 28 აპრილის ჩათვლით თელ-ავივში ჩატარდება.