ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
წარმატებულად დაიწყო ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის. პირველივე დღეს, პირველივე წონაში რამინ შამილიშვილმა (-55 კგ) გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.
რამინმა ატაცში 111 კგ დაძლია და ერთით ჩამორჩა თურქ მუამერ შაჰინს. შედეგად, ამ მოძრაობაში ვერცხლის მფლობელი გახდა.
აკვრაში სამივე ცდა გაუცუდდა ატაცის ჩემპიონ შაჰინს, შესაბამისად, რამინის ჩემპიონობის შანსმაც იმატა. მან მეორე მისვლაზე 130 კგ დაძლია, მესამე ცდა კი გაუცუდდა. შამილიშვილის შემდეგ ფიცარნაგზე ავიდა ბულგარელი ანგელ რუსევი, რომელმაც 135 კგ ასწია და ოქრო მოიგო როგორც აკვრაში, ასევე – ორჭიდში.
შამილიშვილს ორჭიდის ჯამში – 241 კგ დაუგროვდა, ხოლო გოდერძი ბერდელიძეს – 230 და გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა.