ხორვატიაში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი ოფის განმეორებითი მატჩი საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებებს შორის.
პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ხორვატები ბელიომ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩში უკვე მეორედ გაათანაბრა ანგარიში. ეს ლომინაძემ 78-ე წუთზე გააკეთა – 2:2.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქართველებმა თბილისში 1:0 მოიგეს. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.