ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო თურქეთის ხელისუფლებას პოლიტიკოს სალაჰათთინ დემირტაშის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო თურქეთის ხელისუფლებას პოლიტიკოს სალაჰათთინ დემირტაშის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროქურთული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობამ კანონით დადგენილ ვადებს გადააჭარბა.
დემირტაში უკვე ორი წელია პატიმრობაშია. ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი ტერორიზმის ბრალდებით, 2013 წელს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დააკავეს. დემირტაშს შესაძლოა, ტერორიზმის მუხლით სხვა ბრალდებებიც წაუყენონ.
თურქეთის ხელისუფლება „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“,„ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სავალდებულო ხასიათი არ აქვს.