ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიაჩნია, რომ ლიეტუვამ და რუმინეთმა წამებაზე ევროპული აკრძალვა დაარღვიეს
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიაჩნია, რომ ლიეტუვამ და რუმინეთმა წამებაზე ევროპული აკრძალვა დაარღვიეს

აშშ-ის საიდუმლო ციხეების არსებობით, ლიეტუვამ და რუმინეთმა წამებასთან დაკაშირებული ევროპული აკრძალვა დაარღვიეს- ამის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ანგარიშშია ნათქვამი.

მოხსენების თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ციხეები რუმინეთში 2003-2005 წლებში, ლიეტუვაში კი 2005-2006 წლებში ფუნქციონირებდა. აღნიშნული ქვეყნების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაკავებულმა ადამიანებმა, აბუ ზუბაიდამ და აბდ ალ-რაჰიმ ალ-ნაშირიმ იჩივლეს.

სასამართლო ამბობს, რომ ორივე დაკავებული სისტემატურად ჰყავდათ თვალახვეული, ფეხებზე ბორკილებით და მათზე ზემოქმედებისთვის მუდმივად იყენებდნენ ხმაურს და სინათლეს. ანგარიშის თანახმად, ლიეტუვამ და რუმინეთმა დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც კრძალავს წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.