„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ
„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს.

ამის შესახებ ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.

„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.