ბრიუსელის სამიტზე ჩასულ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ევროპელი ლიდერები ტაშით შეხვდნენ. აპლოდისმენტები ტერეზა მეიმ „ბრექსიტის“ პროცესში გაწეული სამუშაოსათვის და მიღწეული პროგრესისთვის დაიმსახურა, რამაც გადაიყვანა კიდეც მოლაპარაკებები მეორე ფაზაში.
ბრიტანეთის პარლამენტში განცდილი მარცხიდან ერთი დღის შემდეგ, მეიმ ევროპელ კოლეგებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საკუთარი განზრახვა, რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში წარმართონ ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი.
„ის ჩვენი კოლეგაა. ბრიტანეთი წევრი ქვეყანაა. ჩვენ კი არ ვცდილობთ, ჩვენ ვართ ზრდილობიანი და მეგობრული ხალხი“, – განაცხადა ტერეზა მეის გამოსვლის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა.