ევროპელების უმეტესობა ევროკავშირს დადებითად აფასებს. სტატისტიკური მონაცემები გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა .
მონაცემები Kantar Public-ის მიერ აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგებს ეფუძნება.
კვლევა 2019 წელს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებმადე, ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა.
როგორც აღმოჩნდა, 28 000 გამოკითხული ევროპელის 67% თვლის, რომ მათმა სახელმწიფომ ევროკავშირში ყოფნით მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. ეს 1983 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან 26-ში ორგანიზაციის მხარდაჭერა გაზრდილია. გამონაკლისია მხოლოდ დიდი ბრიტანეთი და გერმანია, სადაც 2%-იანი კლებაა, რაც კვლევის ცდომილების ზღვარს წარმოადგენს.
ამავე დროს, ევროპელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალ პარტიებს ევროკავშირისთვის უფრო მეტი ცვლილების მოტანა შეუძლიათ, ვიდრე მმართველი წრეების წარმომადგენლებს. პოპულისტურ პარტიებში საფრთხეს ევროკავშირის მოქალაქეების მხოლოდ 38% ხედავს.
ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, გამოკითხულები ტერორიზმს ასახელებენ, ამას მოსდევს ახალგაზრდების უმუშევრობა და მიგრაცია. თუმცა, სახელმწიფოების მიხედვით შედეგები რადიკალურად განსხვავებულია, მაგალითისთვის, მიგრაციას მთავარ პრობლემად იტალიელების, მალტელების და უნგრელების 60%-ზე მეტი ასახელებს.
უმუშევრობა ყველაზე მეტად ესპანეთში, საბერძნეთში, პორტუგალიაში აწუხებთ. ხორვატიაში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და დანიაში უმთავრეს საკითხად მოქალაქეთა სოციალური დაცვა რჩება.
სოციოლოგიური კვლევა ევროპარლამენტის დაკვეთით აპრილის თვეში ჩაატარეს და 27 ათასზე მეტი რესპოდენტი გამოკითხეს.