ევროპაში ძლიერი სიცხის გამო რვა ადამიანი დაიღუპა
ევროპაში ძლიერი სიცხის გამო რვა ადამიანი დაიღუპა

ევროპაში ძლიერი სიცხის გამო რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. ძლიერი სიცხე ევროპაში უკვე ექვსი დღეა, გრძელდება. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში, ორი იტალიაში და კიდევ ორი ესპანეთში.

დღეიდან სინოპტიკოსები ესპანეთში ანომალიური სიცხის კლებას პროგნოზირებენ. ტემპერატურამ დაიკლო ესპანეთსა და საფრანგეთში, თუმცა გერმანიაში დღეს ისევ 39 გრადუსი ცელსიუსი ფიქსირდება.

მეტეოროლოგების თქმით, ძლიერი სიცხე ევროპაში ჩრდილოეთ აფრიკიდან გადმოსულმა ცხელი ჰაერის მასებმა გამოიწვია.