ევროპაში ძლიერი შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
ევროპაში ძლიერი შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

ევროპაში ძლიერი შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. სტიქიის გამო მსხვერპლია პოლონეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, შვედეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. წაქცეული ხეების გამო ბლოკირებულია გზები, ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გერმანიის რკინიგზის კომპანიამ „დოიჩე ბანმა“ სამხრეთ რეგიონებში ყველა რეისი გააუქმა. თუმცა დღეიდან გერმანიაში სკოლების ნაწილმა მუშაობა განაახლა.

დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე შტორმის გამო საფრთხის ყვითელი დონეა გამოცხადებული. ინგლისისა და შოტლანდიის რაიონებში წყალდიდობას ებრძვიან. შტორმი მძვინვარებს ასევე ბელგიასა და საფრანგეთში.