ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „ევროპის დამცველი 21“ იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მანევრებში, რომელიც ივნისამდე გაგრძელდება, 27 ქვეყნის 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩაერთვება.
სამხედრო წვრთნები 12 ქვეყანაში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი კომპონენტები.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო წვრთნები აჩვენებს ნატო-ს და მისი პარტნიორების შესაძლებლობას, იყვნენ უსაფრთხოების სტრატეგიული პარტნიორები დასავლეთ ბალკანეთში და შავი ზღვის რეგიონში, შეინარჩუნონ შესაძლებლობები ჩრდილოეთ ევროპაში, კავკასიაში, უკრაინასა და აფრიკაში.
„ევროპის დამცველი 21“ არის აშშ-ის მეთაურობით მიმდინარე მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის, ნატოს და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთქმედების გაძლიერებას.