ევროპარლამენტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ალიანსს მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ და მატეო სალვინის „ლიგა“ შეუერთდნენ
ევროპარლამენტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ალიანსს მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ და მატეო სალვინის „ლიგა“ შეუერთდნენ.
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩსის განცხადებით, პატრიოტების ჯგუფები გაერთიანებას განაგრძობენ, რომელთა მიზანი არის, იყვნენ გადამწყვეტი ძალა ევროპის მომავლის ფორმირებაში.
ევროპარლამენტში ახალი ალიანსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“, ავსტრიის „თავისუფლების პარტიამ“ და ანდრეი ბაბიშის ჩეხურმა პარტია „ანომ“ შექმნეს.
ალიანსი საკუთარ ამოცანად უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ბრიუსელიდან წევრ ქვეყნებზე მეტი უფლებამოსილების გადაცემას ასახელებს.