ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხს განიხილავენ
ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხს განიხილავენ.
როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ საკითხზე ანგარიშის წარდგენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 30 აგვისტოს არის დაგეგმილი.
მომხსენებელი ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსია. ამავე დღეს, კომიტეტში უკრაინასა და მოლოდოვასთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზეც იმსჯელებენ.