ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს ანდრეი სახაროვის სახელობის „აზრის თავისუფლების“ პრემია მიანიჭა
ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს ანდრეი სახაროვის სახელობის „აზრის თავისუფლების“ პრემია მიანიჭა

ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს ანდრეი სახაროვის სახელობის „აზრის თავისუფლების“ პრემია მიანიჭა.

„ეს არის ჯილდო იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც იბრძვიან, მათთვის, ვინც იძულებული გახდა, გაქცეულიყო, მათთვის, ვინც ახლობლები და მეგობრები დაკარგა და ყველასთვის, ვინც წინ აღუდგა და იბრძვის იმისთვის, რისაც სწამს“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება.

„აზრის თავისუფლების“ პრემია, რომელიც ფიზიკოსისა და უფლებადამცველის ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს, ევროპარლამენტმა 1 988 წელს დააარსა და მას გადასცემენ ისეთ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვისთვის გამოირჩევიან. პრემიალური ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.

გასულ წელს აღნიშნული ჯილდოს მფლობელი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გახდა.

ყოველწლიური პრემიის წლევანდელ ლაურეატებს შორის ასევე ფიგურირებდნენ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი და კოლუმციის „სიმართლის კომისია“, 2018 წელს შექმნილი ორგანო, რომელიც გასული 50 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.