ევროპარლამენტმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ევროპარლამენტმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 573- მა დეპუტატმა დაუჭირა, 50 წინააღმდეგი წავიდა , 40- მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტამდე სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორული შეთანხმების რატიფიცირება ლუქსემბურგის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის პარლამენტებმა მოახდინეს.
აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში.
ევროპარლამენტში ამბობენ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი ინსტრუმენტი სომხეთში რეფორმების გასატარებლად სასამართლო სისტემაში, საარჩევნო კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.