ევროპარლამენტმა საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
ევროპარლამენტმა საავტორო უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმად, პლატფორმები „ფეისბუქი“, „იუთუბი“, „თვითერი“ თავიანთ გვერდებზე ატვირთულ მასალებში საავტორო უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნებიან.
ონლაინ პლატფორმებს ფილტრების გამოყენება მოუწევთ, რათა მათ გვერდებზე არალიცენზირებული მასალა არ მოხვდეს.
კანონპროექტი სადავო იყო და მოწინააღმდეგეები ჰყავდა. მათი განცხადებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი სახის ფილტრები გამართულად არ მუშაობს.
ევროპის სამომხმარებლო ორგანიზაციის დირექტორი მონიკა გოიენსი მიიჩნევს, რომ ახალი კანონი როგორც მომხმარებლებს, ასევე ონალან პლატფორმებს დააზარალებს.