ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ბრექსიტის შეთანხმება დაამტკიცა. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ დოკუმენტს 621-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 49 იყო, 13-მა კი თავი შეიკავა.
ახლა დოკუმენტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, თუმცა ეს პროცედურა ფორმალური ხასიათისაა.
ევროკავშირის საბჭო ბრექსიტის შეთანხმებას სავარაუდოდ 30 იანვარს გააფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 იანვარს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.
ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან დაიწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.