ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონისა და მისი ორი მოკავშირისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონისა და მისი ორი მოკავშირისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და მისი ორი მოკავშირისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

კატალონიელ პოლიტიკოსებს, კარლეს პუიჩდემონს, ანტონი კომინსა და კლარა პონსატის ესპანეთში 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებასთან დაკავშირებით აქვთ ბრალდებები წაყენებული.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლება პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადირების პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს. ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ უნდა მიიღოს.

კატალონიის ყოფილ ლიდერს ესპანეთში ამბოხის წაქეზებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ედება ბრალი.

შეგახსენებთ, პუჩდემონმა ესპანეთი 2017 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც კატალონიაში ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ არალეგიტიმურად მიიჩნია.