ევროპარლამენტის თავმჯდომარე-ვფიქრობ, სერბეთი და მონტენეგრო 2025 წელს ევროკავშირში გაწევრიანდებიან
სერბეთი და მონტენეგრო 2025 წელს შესაძლოა, ევროკავშირის წევრები გახდნენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ სერბეთი და მონტენეგრო 2025 წელს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანდნენ“ – აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია ევროკომისიამ მიმდინარე წლის 6 თებერვალს დაამტკიცა.
მანამდე, ევროკავშირმა გაწევრიანების კანდიდატების სტატუსი ალბანეთს, მაკედონიას, სერბეთსა და მონტენეგროს მიანიჭა.
2016 წელს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინა ბოსნია ჰერცოგოვინამ. კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობა ევროკავშირის 28-დან 23 სახელმწიფოს აქვს აღიარებული, ასევე აქვს გაწევრიანების პრეტენზია.