ევროპარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მოწოდებით გამოდის
ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევიდ სასოლი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში შესვლის მოწოდებით გამოდის და აცხადებს, რომ ევროგაერთიანების გაფართოება პოზიტიურად იმოქმედებს მშვიდობასა და კეთილდღეობაზე.
„ამ გაფართოებას უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. ეს ხელს შეუწყობს სტაბილური, წარმატებული და მშვიდობიანი კონტინენტის უსაფრთხოებას. ამავდროულად თითოეულ ამ სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმები უნდა დასრულდეს. თავის მხრივ, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დანაპირები და მიღწეული პროგრესი აღიაროს“, – აღნიშნა სასოლიმ.
ევროპული გაერთიანება აწარმოებს მოლაპარაკებებს მონტენეგროსთან და სერბეთთან, ხოლო ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია უკვე ოფიციალური კანდიდატები არიან.