ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს მოუსმენენ
ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს მოუსმენენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია ნათქვამი.
კომიტეტის წევრი დეპუტატების წინაშე დიპლომატი 3 სექტემბერს წარდგება.
კარლ ჰარცელი საქართველოში სექტემბრის დასაწყისში ჩამოვა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანს უფლებამოსილება ამოეწურება.
შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის კაბინეტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.