ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებების მიხედვით, საქართველოში ISFED-ის საქმიანობა დადებითად ფასდება
ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებების მიხედვით, საქართველოში ISFED-ის საქმიანობა დადებითად ფასდება

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარის შესწორების მიხედვით, საქართველოში ISFED-ის საქმიანობა დადებითად ფასდება.

შესწორებაში, რომლის ავტორებიც არიან პეტრას აუსტრევიჩიუსი, ნატალი ლუაზო, ურმას პაეტი, რამონა სტრუგარიუ ვკითხულობთ: „მთავრობის მიერ ISFED-ის საარჩევნო რეფორმების ჯგუფში დამატებაზე უართან დაკავშირებით. გამოხატავს სრულ ნდობას და კარგ შეფასებას აძლევს „ისფედის“ საქმიანობას საქართველოში საარჩვენო პროცესების მონიტორინგსა და მომზადებული ანგარიშების კუთხით“.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა 18 აგვისტოს დაიწყო. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. სხდომაზე არ მიიწვიეს „სამართლიანი არჩევნები“. როგორც მაშინ უმრავლესობაში განაცხადეს, პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე ISFED-ს უარი ეთქვა, რადგან მათ არ გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, კვლავ უყენებენ თუ არა პარლამენტს მოთხოვნას, დაითხოვონ მთავრობა და დააკომლექტონ ე.წ. ტექნიკური მთავრობა.

გარდა ამისა, მმართველ გუნდს „სამართლიან არჩევნებთან“ პრეტენზია ჰქონდა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან დაკავშირებითაც. „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, ბათილი ბიულეტენებიც დაითვალეს.