ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს გაწევრიანების შესახებ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ეხმაურება.
როგორც რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
„შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მისასალმებელია დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინისადმი. ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს გაწევრიანების შესახებ. კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ხელშესახები საპარლამენტო დიალოგი დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, – წერს რობერტა მეცოლა „ტვიტერში“.