ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, დღეს უყრიან კენჭს
ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, დღეს უყრიან კენჭს.
დოკუმენტში, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს.
როგორც პირველ არხს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციაში ორ კონტექსტშია ხაზი გასმული.
„რეზოლუციაში, რომელსაც 14 ივნისს ევროპარლამენტი დაამტკიცებს, კონკრეტული გვარებია ჩაწერილი. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და ბაშარულის მკვლელობებზე. ამ მკვლელობებზე საუბარია იმ ნაწილშიც, სადაც რეზოლუცია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, დისკრიმინაციაზე, გადაადგილების შეზღუდვაზე აკეთებს აქცენტს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, რომელზეც დეპუტატების უმრავლესობამ უპირობოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან აღებული ვალდებულებების დარღვევის საკითხს.