ევროპარლამენტის კომიტეტმა ბიუჯეტის საკითხებში თურქეთისთვის 70 მილიონი ევროს გამოყოფის ინიციატივა დაბლოკა
ევროპარლამენტის კომიტეტმა ბიუჯეტის საკითხებში თურქეთისთვის 70 მილიონი ევროს გამოყოფის ინიციატივა დაბლოკა.
გასული წლის ნოემბერში, ბიუჯეტის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, ევროპარლამენტი და ევროსაბჭო შეთანხმდნენ, რომ თურქეთს ევროკავშირის წევრობისთვის მოსამზადებლად 70 მილიონ ევროს გამოუყოფდა.
ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაფინანსების შეჩერების მიზეზად თურქეთის კურსია დასახელებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის 17 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთი ევროპულ ღირებულებებს შორდება, განსაკუთრებით კი, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.