ევროპარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუმინეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მიერ ევროკომისრებად წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა
ევროპარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა რუმინეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მიერ ევროკომისრებად წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა.
შესაბამისად, უკვე ხუთშაბათს აღნიშნული კანდიდატების მოსმენა ცალ-ცალკე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა, რუმინეთმა და საფრანგეთმა ხელახლა წარადგინა ევროკომისრობის კანდიდატები, რადგან ევროპარლამენტმა ამ ქვეყნების მიერ პირველ ეტაპზე წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მუშაობას ვერ შეუდგა.
უნგრეთის კანდიდატი ოლივერ ვარჰეი ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას დაიკავებს. მანამდე ევროკომისიის არჩეულმა ლიდერმა წერილი მისწერა ოლივერ ვარჰეის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ახალ საფეხურზე გადაყვანისკენ მოუწოდა.