ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების 45% აცხადებს, რომ მათი ცხოვრების პირობები გაუარესდა
ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების 45% აცხადებს, რომ მათი ცხოვრების პირობები გაუარესდა.
გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მეტად ევროპელების შეშფოთებას იწვევს პროდუქტებისა და ენერგორესურსების გაძვირება. ასეთი გამოკითხულთა 93% აღმოჩნდა.
ცხოვრების პირობების გაუარესების გამო, ყველაზე მეტად შეშფოთებული არიან კვიპროსელები (70%), ბერძნები (66%), მალტელები (65%) და პორტუგალიელები (57%).
ევროპელების 56% უკმაყოფილებას გამოთქვამს ცხოვრების პირობების გაუარესებისა და ფასების ზრდის დასაძლევად ევროკავშირის მიერ გადადმგული ნაბიჯების გამო.
ევროკავშირის მოქალაქეებს შორის არანაკლებ შეშფოთებას იწვევს სიღარიბე და სოციალური უთანასწორობის ზრდა (83%), კლიმატის ცვლილებები (81%) და უკრაინის ომის გავრცელების საფრთხე (81%).
ამავე დროს ევროპელების 74% ეთანხმება ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებს.
ევროპარლამენტის მიერ ჩატარებული კვლევისას 27 ქვეყანაში 26 000 ადამიანი გამოკითხა. კვლევა ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა.