ევროპარლამენტის 19 წევრი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს
ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, შეიწყალოს ნიკა გვარამია. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების ჯგუფის ერთობლივ წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აქვეყნებს.
„დღეს არის პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე. ამიტომ მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ, მოვუწოდოთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალება. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, გადავცეთ ეს სიმბოლური გზავნილი ამ მნიშვნელოვან დღეს“, – წერს მარკეტა გრეგოროვა „ტვიტერში“ და წერილს აქვეყნებს, რომელსაც ევროპარლამენტის 19 წევრი აწერს ხელს.
მარკეტა გრეგოროვასთან ერთად, ხელმომწერებს შორის არიან, ანა ფოტიგა, რასა იუნკევიჩიენე, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი და ევროპარლამენტის სხვა წევრები.