ევროპარლამენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების აღდგენას ითხოვს
ევროპარლამენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.
როგორც ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, შენგენის ზონის წევრმა სახელმწიფოებმა სწრაფად უნდა აღადგინონ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შეფერხებული თავისუფალი გადაადგილება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვები შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და მსგავსი კონტროლი აღარ არის საჭირო. შესაბამისად, ის უკანონოა.
ევროდეპუტატები ასევე მოითხოვენ, რომ ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში შეიყვანონ, რადგან ისინი უკვე აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას.