ევროპარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს, ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის თარიღი კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივოს
ევროპარლამენტმა ბრექსიტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც ევროპარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს, ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის თარიღი კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივოს.
რეზოლუციის დამტკიცების პროცედურაში მონაწილეობა 544-მა დეპუტატმა მიიღო, მათგან წინააღმდეგი 126 წავიდა, 38-მა კი, თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარების თქმით, თუ ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, მაშინ შედეგზე პასუხისმგებლობას სრულად აიღებს ლონდონი.
ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრექსიტის გადავადება მოხდება, ამან გავლენა არ უნდა იქონიოს ორგანიზაციის ინსტიტუციების მუშაობაზე.