ევროპარლამენტი ევროკავშირს საბერძნეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ბულგარეთის დასახმარებლად 34 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროპარლამენტმა ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისგან ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული საბერძნეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ბულგარეთის დასახმარებლად 34 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროპარლამენტის პრესსამსახურის მონაცემებით, ლიტვა მიიღებს თითქმის 17 მილიონ ევროს წყალმომარაგების ქსელისა და მართვის ინფრასტრუქტურის აღსადგენად, 2017 წლის ზაფხულსა და შემოდგომას წყალდიდობამ ლიტვაში სადრენაჟე სისტემები, დამბები და გზები დააზიანა.
პოლონეთი სამ რეგიონში შტორის შედეგად გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად ევროკავშირის სალიდარობის ფონდიდან 12 ათას ევროზე მეტს მიიღებს. დაახლოებით 2,5 მილიონ დოლარს მიიღებს ბულგარეთი, რომლის რეგიონი ბურგასი ასევე დაზარალდა შტორმისა და წყალდიდობის შედეგად.
საბერძნეთისთვის დაგეგმილია 2,5 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფა 2017 წელს კუნძულს კოსზე მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.