ევროპარლამენტი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების რეზოლუციას მომავალ კვირაში უყრის კენჭს
ევროპარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების რეზოლუციას მომავალ კვირაში უყრის კენჭს.
პლენარული სესია სტრასბურგში 13 ნოემბერს დაწყება. ევროპარლამენტმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც ევროკომისიას მიმართავს. დოკუმენტში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი იმ ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომელთაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების შეთანხმებას.
კერძოდ, ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პროგრამის ლიდერები არიან და მათ უფრო მეტი მხარდაჭერაა აუცილებელი.
როგორც აღნიშნული საკითხზე მომხსენებელმა ლიტველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიეკენემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, საქარველოს შემთხვევაში შესაძლოა, საუბარი იყოს გრძელვადიან პერიოდში შენგენის ზონაში, ენერგეტიკულ და საბაჟო კავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ევროპარლამენტის რეკომენდაციები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. დოკუმენტს პლენარულ სესიაზე მომავალ კვირას უყრიან კენჭს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.