ევროპარლამენტარი ვიქტორ ბოშტინარუ აცხადებს, რომ დავით ზალკალიანის გამოსვლის შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი 
ევროპარლამენტარი ვიქტორ ბოშტინარუ აცხადებს, რომ დავით ზალკალიანის გამოსვლის შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტის წვერის ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მოსმენა, რადგან მინისტრის გამოსვლის მოსმენის შემდეგ, ის ოპტიმისტურად განეწყო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

„მე იმ პარლამენტართა შორის ვარ, ვისაც ძალიან უყვარს სიმღერა Georgia in my dreams. თქვენი გამოსვლის შემდეგ, მართლაც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენნაირი ადამინების მოსმენა, განსაკუთრებით კი ასეთ დროს და იმ რეგიონიდან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ

ბოშტინარუმ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ წევრ ქვეყანას, საქართველოს, ბელორუსიასა და უკრაინას შორის თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობაზე. მან მიმართა ევროპარლამენტს მოძებნოს გზები ამ სამი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში რაიმე სახის მონაწილეობის შესახებ.

მან ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ ომსა და რუსულ პროპაგანდაზე.

„რისი რჩევა შეგიძლიათ საგარეო საქმეთა კომიტეტისთვის, რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, რომ რაიმენაირად შევეწინააღმდეგოთ და შევამციროთ რუსული პროპაგანდა, რომელიც ნაწილია ჰიბრიდული ომისა და, რომელიც დაწყებულია არა მხოლოდ იმ ზემოხსენებული სამი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ სხვა მოწყვლადი ქვეყნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა რუმინეთის, როგორც მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ.