ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მილოცვის ტექსტი ევროდეპუტატმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
„გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო. რუსული ძალებისგან დეოკუპაცია, დემოკრატიის გაძლიერება და სხვა დაბრკოლებები რჩება სრული დამოუკიდებლობისკენ გზაზე, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული წარსული და საერთო ევროპული მომავალი“, – წერს ევროდეპუტატი.