ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი - ევროკავშირის მხრიდან პრაქტიკულად არ არსებობს ალტერნატივა მკაფიო, ძლიერი გზავნილის გარდა, რომ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას კარი უნდა გავუღოთ
პრაქტიკულად არ არსებობს ევროკავშირის მხრიდან რაიმე ალტერნატივა მკაფიო, ძლიერი გზავნილის გარდა, რომ კარი უნდა გავუღოთ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას, – ამის შესახებ ევროპარლამენტში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრმა რიჩარდ ჩარნეცკიმ განაცხადა.
რიჩარდ ჩარნეცკის თქმით, ეს არ არის უბრალოდ მათი კეთილი სურვილი, არამედ უფრო რეალობის გაცნობიერებაა, რადგან არ შეუძლიათ, მიიღონ გაყოფილი ეროპა.
„რკინის ლედიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა გამოიყენა ძალიან ცნობილი წინადადება – არ არის ალტერნატივა (ტინა). ეს ძალიან კარგი მეტაფორაა არსებული სიტუაციისთვის, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს რაიმე ალტერნატივა ჩვენგან, ევროკავშირის მხრიდან ძალიან მკაფიო, ძალიან ძლიერი გზავნილის გარდა, რომ კარი უნდა გავუღოთ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას.
ეს არ არის უბრალოდ ჩვენი კეთილი სურვილი, ეს უფრო რეალობის გაცნობიერებაა, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გაყოფილი ეროპა. ეს სიტუაცია კარგი მიზეზი და კარგი გამონაკლისია ჩვენს ევროპულ ბორტზე თბილისის, კიევისა და კიშინიოვის მოსაწვევად, არა მხოლოდ კულტურული და ისტორიული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური მიზეზებითაც – საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის შიგნით“, – განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.