ევროპარლამენტარი ონდრჯეი დოსტალი - ბევრს საუბრობთ საქართველოში რუსულ გავლენაზე, მაგრამ ევროპელი ლიდერები თავად ერევიან არჩევნებში, ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს საშინაო საქმეებში
ევროპარლამენტარი ონდრჯეი დოსტალი - ბევრს საუბრობთ საქართველოში რუსულ გავლენაზე, მაგრამ ევროპელი ლიდერები თავად ერევიან არჩევნებში, ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს საშინაო საქმეებში

ჩეხი ევროპარლამენტარის, ონდრჯეი დოსტალის განცხადებით, ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს საქრთველოს საშინაო საქმეებში.

ამის შესახებ ონდრჯეი დოსტალმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

„ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ ბევრს საუბრობთ რუსულ გავლენაზე საქართველოში, მაგრამ ევროპელი ლიდერები ახლა თავად ახორციელებენ უზარმაზარ ჩარევას ქართულ არჩევნებში. კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არჩევნების შედეგებისა, ვიდრე ის არ ჩატარებულა, საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ თუ მოიგებს, არასწორია, ოპოზიცია თუ დამარცხდება, არასწორია – ფარისევლობა არაა? ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს საქრთველოს საშინაო საქმეებში“, – განაცხადა ონდრჯეი დოსტალმა.