ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი - საქართველოს პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი - საქართველოს პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა

საქართველოს პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ დაწერა.

„ეს არის გულწრფელად მისასალმებელი სიახლე. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, რომლის დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო“,- წერს მირიამ ლექსმანი  სოციალურ ქსელში.