მარკეტა გრეგოროვა - უკრაინის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ვხედავთ სათვალთვალო ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებას და ჩუმად ვართ, როცა პუტინი აჩუმებს ოპოზიციას
დღეს, როდესაც უსაფრთხოების გარემო მუდმივად იცვლება, ევროკავშირი ან უნდა საუბრობდეს ერთიანი ხმით, ან უბრალოდ ამოშალოს სიტყვა „საერთო“ ჩვენის უსფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკიდან, – ამის შესახებ ჩეხმა ევროდეპუტატმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომელზეც ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობების სტრატეგია განიხილებოდა.
მისივე თქმით, რუსეთმა გაზარდა დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოებების შერყევას.
„უკრაინას და საქართველოს ჩამორთმეული აქვთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვხედავთ სათვალთვალო ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებას, და ჩვენ ჩუმად ვართ, როდესაც პუტინი აჩუმებს ოპოზიციას, როგორც ეს ნავალნის შემთხვევაში ხდება“, – აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.