ევროპარლამენტარი ანდრიას ლასლო ევროკავშირს მიმართავს, შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაცია
ევროპარლამენტარი ანდრიას ლასლო ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და ევროკავშირს მიმართავს, შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაცია.
როგორც ანდრიას ლასლო სოციალურ ქსელში წერს, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვა და ევროკავშირმა ქართველების არჩევანს პატივი უნდა სცეს.
„საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. „ქართული ოცნების“ პარტიამ გაიმარჯვა ხალხის დიდი მხარდაჭერით. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და განაგრძოს მოლაპარაკებები ქვეყანასთან. ეს ორივე მხარის, ევროპისა და საქართველოს ინტერესშია“, – წერს ანდრიას ლასლო.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიას ლასლომ 14 ნოემბერს ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა“.